მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოდის

სს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, სი ძინპინმა შეაჯამა ჩინეთის სამეზობლო პოლიტიკის მუშაობის მიღწევები, გააანალიზა არსებული ვითარება და გამოკვეთა მიზნები სამეზობლო მუშაობის შემდეგი ეტაპისთვის.

კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ მეზობელი რეგიონები გლობალური პერსპექტივით უნდა იყოს განხილული.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩინეთმა წამოაყენა მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპები სამეზობლო დიპლომატიაში და მხარს უჭერს მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობას.

კონფერენციაზე ითქვა, რომ ჩინეთი დაიცავს აზიურ ღირებულებებს მშვიდობის, თანამშრომლობის, ღიაობისა და ინკლუზიურობის შესახებ. გამოიყენებს "სარტყელსა და გზის” თანამშრომლობას, როგორც მთავარ პლატფორმას და მიჰყვება უსაფრთხოების აზიურ მოდელს, რომელიც გულისხმობს სიხარულისა და მწუხარების გაზიარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები