ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ჩინეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი დღეს გაუგზავნა.
სამინისტროს ცნობით, წერილში „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-ს, საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს“.
წერილის თანახმად, საქართველო და ჩინეთი „აგრძელებენ პოლიტიკური ურთიერთნდობის კონსოლიდაციას, აღწევენ ნაყოფიერ შედეგებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით და აქვთ ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობა“.




























