მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიახლეები Phubber-ში - კომპანია ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს

6154a00a4d980
თამთა ჯიჯავაძე
29.09.21 22:36
806
Phubber და MaxinAI უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების და დანერგვის მიმართულებით.

Phubber საქართველოში ყველაზე დიდი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიაა, რომლის მონაცემთა ბაზაში ნახევარ მილიონზე მეტი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დაგენერირდა, ამ პროდუქტების ფოტოების რაოდენობა კი 2,000,000-ზე მეტს აღწევს. სწორედ ამ სურათების გადამუშავებით, დახარისხებითა და ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნით მა და MaxinAI-მ შეძლეს რამდენიმე პროდუქტის დანერგვა. მათ შორის:

1. სურათით ძიება - ისევე, როგორც Pinterest-სა თუ Google-ში, ახალ Phubber-შიც უკვე შეგიძლიათ სურათებით ძებნა. თუ მოგეწონათ ნივთი და არ იცით ზუსტად როგორ მოძებნოთ Phubber-ში, ან რა პროდუქტები არის კატალოგში მსგავსი პარამეტრებით, შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი და Phubber-ი ალგორითმი ყველაზე მიმსგავსებულ ფოტოებიან პროდუქტებს მოგიძებნით.
2. მსგავსი პროდუქტები - ნებისმიერ პროდუქტზე შესვლისას ალგორითმი არა მარტო მოგიძებნით იმავე კატეგორიის პროდუქტებს, არამედ სურათების შედარების ტექნოლოგიით დაგილაგებთ ყველაზე მსგავსიდან ნაკლებად მსგავსისკენ.
3. ნივთის ატვირთვის გამარტივება - Phubber-ში ნივთის განთავსების დროს ბალანსის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესი უნდა იყოს ინფორმატიული, რომ მყიდველისთვის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მოიცავდეს, ამავდროულად არ უნდა გაურთულოს გამყიდველს ნივთის განთავსება. შესაბამისად, რაც შეიძლება რომ ტექნოლოგიამ გააკეთოს ის უნდა გახდეს ავტომატური, მიმდინარე ვერსიაში ის ალგორითმი გამყიდველებს სექციის, კატეგორიის, ქვეკატეგორიისა და ფერი ველებს ავტომატურად შეუვსებს, რათა დაზოგოს მათი დრო და ენერგია.

გარდა არსებული ინსტრუმენტებისა, რომელიც ეხმარება მყიდველებსა და გამყიდველებს ნივთების ყიდვა-გაყიდვაში და წარმოადგენს ელ-კომერციის მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, Phubber-ში აქტიურად მუშაობენ სოციალური ქსელის მიმართულების განვითარებაზეც. ისევე, როგორც TikTok-ში შეგვხვედრია, Phubber-ის მთავარი გვერდი ორ ნაწილად გაიყოფა:

1. მომხმარებელზე მორგებული ფიდი, სადაც გამოჩნდება იმ მომხმარებლების, ბრენდებისა და ჰეშთეგების ნივთები, რომლებიც გამოიწერეთ.

2. თქვენთვის - ფიდი სადაც გამოჩნდება ის ნივთები, რომლებსაც Phubber-ისა და MaxinAI-ს ერთობლივი ალგორითმი შეარჩევს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე

Phubber-ში თვლიან, რომ აპლიკაცია ყველა მომხმარებლისთვის უნდა გამოიყურებოდეს განსხვავებულად და უნდა იყოს მათზე მორგებული. როგორც კომპანიაში გვპირდებიან, პერსონალიზაცია მათი სტრატეგიის გრძელვადიანი მიმართულებაა და აქ ბევრს სიახლეს ვიხილავთ უახლოს მომავალში.

ასევე კომპანიაში აქტიურად მუშაობენ ავთენტიფიკაციის ავტომატიზაციაზე. უნდა შეიქმნას ყველა ბრენდისა და ყველა მოდელის დეტალური ბაზა, რომელთანაც მოხდება ატვირთული პროდუქტების შედარება და დამთხვევის კოეფიციენტის დათვლა ყველა დეტალის შესწავლით. ამ პროექტს რამდენიმე წელი დაჭირდება, მაგრამ Phubber-ი სანდოობაზე დგას და კომპანია ამ მიმართულებით რესურსებს არ იშურებს.

აპლიკაციის ახალი ვერსია უკვე არის ხელმისაწვდომი App Store-სა და Google Play-ში. სულ მალე კიდევ უფრო ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Phubber-ი უკვე რამდენიმე ბაზრის მომსახურების ფუნქციონალს ჩააშენებს, რომლითაც ისინი პირველ შეკვეთას მიიღებენ უკრაინაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები