მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიღარიბესთან საბრძოლველად განათლების ხარისხის გაძლიერება მნიშვნელოვანია" - მსოფლიო ბანკი

ხალხი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების პროცესი შენელდა და ქვეყანა მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე დგას.

როგორც WB-ის კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ზრდასა და მდგრად განვითარებას განაგრძობს, თუმცა რიგი გამოწვევები ისევ დაუძლეველია. სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის განცხადებით, ქვეყანას განათლების რეფორმა სჭირდება.

"რეგიონში საქართველო არის გამორჩეული იმ მხრივ, რომ განსაკუთრებულ ზრდას და განვითარებას აჩვენებს, თუმცა ქვეყანა ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ნაწილში ვგულისხმობთ ისეთ სამსახურებს, რომლებიც უფრო შემოსავლიანია და გააუმჯობესებს ზოგადი ცხოვრების დონეს. ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების ხარისხის გაძლიერებაა და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას უფრო ეფექტიანი ნაბიჯებიც. სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის ამაღლება", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები