სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10.7-კილომეტრინი გზის რეაბილიტაციაზე 15.8 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ ცნობილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება.
განაცხადის თანახმად, გზის არსებული მონაკვეთი თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება და აუცილებელია მისი რეაბილიტაცია მოხდეს. ახალი გზის პროექტი მომზადებულია საინჟინრო ინსტიტუტ ი.გ.ჰ-ის მიერ და ის 80 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილებაზე იქნება გათვლილი.
"პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებში.