მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქ ჰოსფითალითი“ თებერვლიდან ერთგულების პროგრამას აამოქმედებს

63ca7e8caae0d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 21:35
691
„სილქ ჰოსფითალითი“ თებერვლიდან ერთგულების პროგრამას, „სილქ ლოიალთის“ აამოქმედებს. ამის შესახებ "სილქ ჰოსფითალითის" აღმასრულებელმა დირექტორმა იორდი ქიუითიმ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, დღეისთვის „სილქ ჰოსფითალითი“ ქვეყნის მასშტაბით სტუმარმასპინლობის მიმართულებით 14 ობიექტს მართავს და ახალი პროგრამა ინვესტორებს ამ ლოკაციებზე უპირატესობის შეთავაზებებს გაუკეთებს.

„თებერვლიდან „სილქ ლოიალთის“ ერთგულების პროგრამის დაწყებას ვაპირებთ. ინვესტორებს ჩვენი მართვის ქვეშ არსებულ 14 ობიექტზე სარგებელის მიღება შეეძლებათ - მათ ექნებათ საუკეთესო ბილეთები „რესპუბლიკის“ ან წინანდალში გამართულ კონცერტებსა თუ ფესტივალებზე. საუკეთესო შეთავაზება გვექნება საქართველოში მოქმედი Radisson-ის სასტუმროებში განთავსების მიმართულებით და ა.შ.“, - განმარტა "სილქ ჰოსფითალითის" აღმასრულებელმა დირექტორმა იორდი ქიუითიმ და დასძინა, რომ ამ პროგრამის ბენეფიტების მიღება „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებელთაც შეეძლებათ. აღსანიშნია, რომ ეს პროექტი „სილქ როუდ ჯგუფის“ საცხოვრებელი დეველოპმენტის მიმართულებით პირველი პროექტია.

ცნობისთვის: სილქ ჰოსპითალითი „სილქ როუდ გრუფში“ შემავალი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სასტუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში 14 მოქმედი ობიექტს მართავს და 2 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

სილქ ჰოსპითალითი მსოფლიო სასტუმროების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფთან Radisson Hotels Group-თან თანამშრომლობს, ასევე თავად მართავს სასტუმროებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას სასტუმროებისა და რესტორნების მართვის სფეროში.

სილქ ჰოსპიტალიტის ამჟამად მოქმედი ობიექტები: Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi; Radisson Blu Hotel, Batumi; Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate; Park Hotel, Tsinandali Estate; Tsinandali Estate Winery; Casino Iveria, Tbilisi; Casino Iveria, Batumi; Republic Event Hall, Tbilisi; Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, Tbilisi; Restaurant Republic 24, Tbilisi; Noble Savage Club, Tbilisi; Iveria Beach Club, Batumi; Gate Night Club, Batumi; Neptune Sport Complex, Tbilisi.

უახლოეს მომავალში იგეგმება დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი 5* სასტუმრო “ტელეგრაფის” გახსნა და რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.