"სილქ როუდ ჯგუფი" გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს:
"გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები."- წერია განცხადებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში მოხდა.




























