მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სილქნეტი“ 28 თებერვლიდან მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

61f1158f3c849
BM.GE
26.01.22 13:37
5416
„სილქნეტის“ ქსელში, 2022 წლის 28 თებერვლიდან, ცალკეულ სერვისზე პირობები, ინტერნეტმოცულობები და ტარიფები იცვლება.

ამ პერიოდიდან მობილური ქსელის მომხმარებლისთვის სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებზე ამოქმედდება გაზრდილი მოცულობები შეცვლილი ტარიფებით. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტპაკეტების ტარიფები და მოცულობები.

უქმდება „ნულომანი“, „გლობუსი“, „12-თეთრიანი ტარიფი“, „ტარიფი 1-10“ და „ტარიფი 1-12“ და 28 თებერვლიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უნივერსალური სატარიფო გეგმა „სილქ სტარტი“, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ შეთავაზებებს. თვეში 1 ლარად აბონენტები, „სილქ სტარტ“-ის ფარგლებში, ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით, როგორც სასაუბრო წუთებზე, სმს-ებზე, ისე მობილურ ინტერნეტზე.

დამატებით სერვისებზე: „ნომრის დაფარვა“, „დაფარული ნომრის ამომცნობი“, „ფასდაკლება საერთაშორისო ზარებზე“ და „ჯეო მრიცხველი“-ს შეიცვლება ტარიფები. ახალი პირობით გაგრძელდება აქციები 1 და 5-დღიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტებზე.

ფიქსირებული ქსელის მომხმარებლისთვის იცვლება მომსახურების შეზღუდვის პირობა დავალიანების გამო გათიშულ სერვისზე და ასევე, 28 თებერვლიდან, შეცლილი ტარიფით ისარგებლებენ აბონენტები დამატებითი ტელევიზიის მომსახურებაზე.

თითოეული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე: www.silk.ge

კომპანია გააგრძელებს „სილქფესტის“ ყველაზე პოპულარულ აქციებს და სხვადასხვა სეგმენტებზე მორგებულ შეთავაზებებს.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები