მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქნეტმა“ სარეკლამო პლატფორმა „რა არის ახალი“ შექმნა – რას გულისხმობს ის?

5f1af4c3ed6a6
ინგა მურუსიძე
24.07.20 22:40
1339
კომპანია „სილქნეტმა“ ახალი სარეკლამო პლატფორმა - „რა არის ახალი“ დაამკვიდრა, - ახალი პლატფორმის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ბაჩო ჩინჩალაძემ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

„სააგენტო „მეტროსთან“ ერთად შევიმუშავეთ ახალი პლატფორმა, იმისთვის, რომ „სილქნეტი“ ვაქციოთ ბრენდად, რომელიც ინოვაციებს შემოიტანს ბაზარზე და ახალ და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს შესთავაზებს მომხმარებლებს. დღეს პირველები ვართ, ვინც gigabitLTE-ტექნოლოგია დანერგა საქართველოში, რაც ინოვაციურია არა მხოლოდ ამ ბაზრისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. ზუსტად ამ ხედვიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ახალი პლატფორმა „რა არის ახალი“ იმისთვის, რომ გავაგებინოთ ჩვენს მომხმარებელს და აბონენტებს, თუ რა სიახლეებს ვთავაზობთ მათ ახალი პროდუქტით. ამ პლატფორმით ჩვენ ვიწყებთ gigabitLTE-ტექნოლოგიის კომუნიკაციას და სარეკლამო კამპანიაც ამას ეხება, თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით და ყველა სიახლე ამ პლატფორმის ქვეშ იქნება გატარებული“, - განაცხადა მან.

ჩინჩალაძის განმარტებით, ახალი პლატფორმა ორიენტირებული იქნება მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციების მიწოდებაზე, მათ შორის „ინტერნეტ-მშობლის“ შესახებ, რომელიც 1 აგვისტოდან დაინერგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები