“სილქნეტმა” 2021 წლის 6 თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიის შემოსავალი 7%-ით, 197.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც წლის პირველ ნახევარში 17.8 მილიონი ლარი შეადგინა.
სილქნეტი ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
1. მობილური კავშირაბმულობა - 1.7 მილიონი აბონენტი 34% სააბონენტო ბაზრის წილით 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით;
2. ფიქსირებული ინტერნეტი - 291 ათასი აბონენტი 30% სააბონენტო ბაზრის წილით 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით;
3. Pay TV – 225 ათასი აბონენტი (არ მოიცავს ინტერნეტ-ტელევიზიის აბონენტებს) 33% სააბონენტო ბაზრის წილით 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით;
4. ფიქსირებული ტელეფონი - 204 ათასი აბონენტი 57% სააბონენტო ბაზრის წილით 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით.
მიმართულებების მიხედვით, სილქნეტის შემოსავალი ასე ნაწილდება:
● მობილური კავშირგაბმულობა - 93 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 7%, მათ შორის მობილური გამავალი ზარები - 49.8 მლნ ლარი, მატება წინა წელთან 0%; მობილური ინტერნეტი - 36.6 მლნ, მატება წინა წელთან 20%;
● ფიქსირებული ინტერნეტი - 50.2 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1%;
● Pay TV - 23.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 5%;
● ფიქსირებული ტელეფონი - 7.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 15%;
● ოპერატორებისგან და სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი - 20.3 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 25%.
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, “სილქნეტის” აქტივები 838.7 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები კი 880 მილიონი ლარია. მათ შორის, მთავარი ვალდებულებაა $200-მილიონიანი ევროობლიგაციები, რომლებიც კომპანიამ საფონდო ბირჟაზე 2019 წლის აპრილში განათავსა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედია”, “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ხელმძღვანელობს.




























