მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილვერ ლეიქი“ კომპანია „რიკო რანჩოს“ დაქვემდებარებაში განაგრძობს მუშაობას - თეკუნა გაჩეჩილაძე პროექტიდან გადის

ვერცხლის ტბა

თელავში, გასტროტურისტული ობიექტის „სილვერ ლეიქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თეკუნა გაჩეჩილაძე პროექტიდან გადის. ამის შესახებ შეფმზარეული Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, „სილვერ ლეიქი“ აგრძელებს მუშაობას და კომპანია „რიკო რანჩოს“ დაქვემდებარებაში გადადის. გასტროტურისტული ობიექტის დამფუძნებელი პოსტში პროექტიდან გასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მისი ახალი პროექტების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

„მეგობრებო, ჩემი მოგზაურობა "სილვერ ლეიქთანთან" ერთად დასრულდა. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ერთგულ გუნდთან ერთად შევძელი, ოდესღაც ველური ტერიტორია, უამრავი ადამიანისთვის საყვარელ გასტრონომიულ და განსატვირთ ლოკაციად მექცია.
 
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სტუმარს და თითოეულ მეგობარს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვენდობოდა და გვგულშემატკივრობდა.

დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც შეუფასებელი შრომა გასწია ამ პროექტის განსახორციელებლად.

ამიერიდან „სილვერ ლეიქი“ გააგრძელებს მუშაობას შპს რიკო რანჩოს დაქვემდებარებაში.

მე და ჩემი გუნდი, გარკვეული სინანულით, ვტოვებთ ამ პროექტს.

თუმცა ცხოვრება გრძელდება და სულ მალე, გაგიზიარებთ ახალი, უფრო საინტერესო და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დეტალებსაც.


მუდამ თქვენი, თეკუნა“ - წერს თეკუნა გაჩეჩილაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები