საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა 15 თანამშრომლით განისაზღვრა, 2026 წელს მათზე გასაცემი წლიური შრომის ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან კი 645 000 ლარი გაიწერა.
მთავრობის 154-ე განკარგულების მიხედვით, დეპარტამენტის თავმჯდომარეს მამუკა გონგაძის ყოველთვიური ანაზღაურება 7040 ლარია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ერქომაიშვილის კი 5 760 ლარია. ყველაზე დაბალი ხელფასი დოკუმენტის მიხედვით მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტს 1600 ლარის მოცულობით ექნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 23 იანვარს მეორე განკარგულებაც დაიდო, რომლითაც სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის განმავლობაში შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯები დამტკიცდა. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 155-ე განკარგულების მიხედვით, წელს ჰერალდიკის დეპარტამენტის საწვავის ყოველთვიური ხარჯი 680 ლარი უნდა იყოს, საკომუნიკაციო ხარჯებზე კი 230 ლარი უნდა გაიწეროს. აქედან გამომდინარე წელს დეპარტამენტმა საწვავზე 8160 ლარს, კომუნიკაციაზე 2760 ლარი უნდა დახარჯოს.




























