საკონტეინერო გადამზიდავი კომპანია MSC საქართველოს დირექტორი ალკან ალიჩიკი შუა დერეფნის მთავარ გამოწვევად სიმძლავრეებს ასახელებს, რის გამოც არსებულ ინფრასტრუქტურას არ შეუძლია იმ მოცულობების გამკლავება, რაზეც შეიძლება მოთხოვნა იყოს. მან ამის შესახებ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განაცხადა.
ის პრობლემებს შორის ასევე ტარიფების საკითხს და დაკავშირებადობას გამოყოფს.
„MSC როგორც ბაზრის ლიდერი რეგიონში, უკვე მრავალი წელია ძალიან აქტიურია, რამდენადაც ვაწვდით საუკეთესო პოტენციალს და ასევე ვქმნით ინოვაციურ გადაწყვეტებს ტვირთის ნაკადისთვის კავკასიაში. ვიმედოვნებთ, მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ეს პოტენციალი ბევრად თვალსაჩინო გახდება ჩვენთვის და მთელი ინდუსტრიისთვის.
მთავარი გამოწვევა რა თქმა უნდა სიმძლავრეებია. სამწუხაროდ, დღეისთვის საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზა არაა შესაბამისობაში იმ მოცულობებთან, რისი მიწოდებაც შეგვიძლია და ასევე პოტენციური ტვირთისთვის ცენტრალურ აზიაში. ასევე ტარიფების სტაბილურობა და დაკავშირებადობა“,- თქვა ალკან ალიჩიკმა.