საქართველოს პარლამენტის წევრმა, დელეგატმა არჩილ ბერიძემ, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დეპუტატი საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა
დეკლარაციის მიხედვით, არჩილ ბერიძის, როგორც მომღერლის, შემოსავლებმა 2025 წელს რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან ჯამში 67,362 ლარი შეადგინა:
- სსიპ ანსამბლების გაერთიანება "ქართული სიმღერა", მომღერალი: 24,120 ლარი
- ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია, მომღერალი: 10,538 ლარი
- ერთჯერადი მომსახურების ანაზღაურება (პროფესიული საქმიანობა): 8,000 ლარი
- ერთჯერადი მომსახურების ანაზღაურება (პროფესიული საქმიანობა): 7,000 ლარი
- შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა, მომღერალი: 6,153.06 ლარი
- შპს ორბი გინზა, მომღერალი: 6,000 ლარი
- ერთჯერადი მომსახურების ანაზღაურება (პროფესიული საქმიანობა): 3,500 ლარი
- შპს კრეატივ-ჯგუფი, მომღერალი: 2,051.02 ლარი
შედარებისთვის, მისმა ძირითადმა ანაზღაურებამ საქართველოს პარლამენტის აპარატიდან წლის განმავლობაში 114 097 ლარი შეადგინა.
დეპუტატის მეუღლე, ანა შამილაძე, ასევე აქტიურია მედია და სამეწარმეო სფეროში. მისი შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარის ტელევიზია და რადიო: ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის პოზიციაზე მან 24 522 GEL მიიღო.
- სამეწარმეო საქმიანობა: როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ანა შამილაძემ 29 055 GEL-ის შემოსავალი დააფიქსირა. ის ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „წრეში“, საიდანაც გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
არჩილ ბერიძის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება:
- ბინა ალიო მირცხულავას ქუჩაზე: მდებარეობს თბილისში, მირცხულავას N9დ-ში. ფართობი შეადგენს 54,3 კვ.მ-ს. ქონება შეძენილია 2023 წლის 17 მარტს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 35 000 აშშ დოლარად;
- ბინა საირმის ქუჩაზე: მდებარეობს თბილისში, საირმის N55-ში. ფართობი არის 69,24 კვ.მ. დეპუტატმა აღნიშნული ბინა 2019 წლის 29 ოქტომბერს შეიძინა 80 000 აშშ დოლარად
- მიწის ნაკვეთი ბათუმში: მდებარეობს ამაღლების ქუჩა N28-ში. ფართობი შეადგენს 1300 კვ.მ-ს. ეს ქონება არჩილ ბერიძემ 2015 წლის 16 ნოემბერს, მემკვიდრეობის გზით მიიღო. ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომლის ფართობია 107,10 კვ.მ.
- მიწის ნაკვეთი მცხეთაში: მდებარეობს სოფელ ნავდარაანთკარში. ფართობი არის 1500 კვ.მ. ნაკვეთი შეძენილია 2020 წლის 14 მაისს, ნასყიდობის ფორმით, 18 000 აშშ დოლარად.
დეპუტატი ფლობს 2020 წლის Toyota RAV4-ს, რომელიც 2023 წელს 25 200 აშშ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება ფულად აქტივებს, ბერიძეს „საქართველოს ბანკის“ ანაბრებზე 41 000 ლარზე მეტი აქვს განთავსებული, ხოლო ნაღდი ფულის სახით 7 000 აშშ დოლარს ფლობს.
შემოსავლების პარალელურად, დეკლარაციაში ასახულია საბანკო სესხები. არჩილ ბერიძეს „საქართველოს ბანკში“ სამი აქტიური კრედიტი აქვს, რომელთა საერთო ჯამური მოცულობა (ხელშეკრულების მომენტში) 288 000 ლარს აღემატებოდა. ერთ-ერთი სესხი (20 510 GEL) დეპუტატმა 2026 წლის თებერვალში ვადაზე ადრე დაფარა.




























