მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სიმონიკას“ ტრადიციული იმერული გარემო - ჩხეიძეების მარნის ისტორია

ქუთაისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის მოშორებით, ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში ღვინის გზა ჩხეიძეების მარნამდე მიგიყვანთ. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახური ტრადიცია და ახალი ხედვა ერთიანდება და ინდუსტრიაში ნიშას სწორედ ამ კორელაციით იკავებს. მემკვიდრეობა მომავალ თაობებს სიმონ ჩხეიძემ დაუტოვა, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მეღვინედ ითვლებოდა და დასავლეთ საქართველოს არაერთ ღვინის ქარხანას მთავარი ტექნოლოგიც იყო. დღეს, ამ გზას მისი შვილიშვილი ნინი ჩხეიძე აგრძელებს, რომელმაც ღვინის სიყვარული პროფესიად აქცია, საფუძვლიანად შეისწავლა მევენახეობა-მეღვინეობა, შექმნა სიმონიკას მარანი და ღვინის უზარმაზარ სამყაროში თავისი ისტორიის წერა დაიწყო.

სტუმარი: ნინი ჩხეიძე - ჩხეიძეების მარანი „სიმონიკა“, თანადამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები