“სინგაპურის საერთაშორისო ავიაზახების” მგზავრობის პოლიტიკა გამკაცრდა. კომპანიის გადაწყვეტილებით, ბორტზე მყოფი მგზავრები გარე ბატარეებს, ე.წ. Power Bank-ებს ვეღარ გამოიყენებენ, რადგან აიკრძალა, როგორც სმარტფონების, პლანშეტების და ლეპტოპების მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების გარე ბატარეებით დამუხტვა, ასევე თავად ე.წ. Power Bank-ების დამუხტვა თვითმფრინავის სკამებში ჩამონტაჟებული USB-პორტების გამოყენებით.
ავიაკომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება “საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის” მითითებებს ეფუძნება, რომელთა თანახმად გარე ბატარეები, იგივე Power Bank-ები კლასიფიცირებულია, როგორც ლითიუმ-იონური ბატარეა, რომლის თვითმფრინავის ბორტზე გამოყენება, დაუშვებელია. მგზავრი, რომელიც Power Bank-ის წაღებას შეეცდება, ის აუცილებლად ბორტზე ასატან ბარგში უნდა მოათავსოს. თუ გარე ბატარეის მოცულობა 100 ვატ საათს აღემატება, მგზავრს ავიაკომპანიის დასტური დასჭირდება.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად “სინგაპურის საერთაშორისო ავიაზახებზე”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად ითვლება. “სინგაპურის ავიახაზების” ანგარიშზე 200-მდე თვითმფრინავია, რომელთა საშუალო ასაკი შვიდი წელიწადია. ავიაკომპანია 35 ქვეყნის 64 მიმართულებით დაფრინავს, რამაც “სინგაპურის ავიახაზებს” გასულ წელს $17.8 მილიარდის შემოსავალი და $2.2 მილიარდის წმინდა მოგება მოუტანა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $14.9 მილიარდია.




























