სინგაპურის ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანა საკრუიზო გემებს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული უცხოლი მუშახელის თავშესაფრად გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, უცხოელი მუშახელი განვათავსოთ საკრუიზო ლაინერებზე, რადგან თვითოეულ ოთახს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი და სველი წერტიელბი, მაშინ როდესაც მათი უმრავლესობა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ნაკლებად შესაძლებელია იმ ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც COVID-19 პრევენციისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია სინგაპურის ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
სინგაპურის მთავრობამ ამ ეტაპზე მუშების განთავსების მიზნით 2 საკრუიზო ლაინერი გამოყო, სადაც 2,000-მდე მუშის განთვსება იქნება შესაძლებელი.
გასულ კვირას სინგაპურის მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს, ახალი კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, მუშების საერთო საცხოვრებლებიდან გაყვანას.
სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ 4,427 ინფიცირების შემთხვევიდან 2,689 პაციენტი სწორედ იმ უცხოელ მუშახელზე მოდის, რომლებიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.