სინგაპურს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. Henley Passport Index-ის თანახმად, სინგაპურმა იაპონიაზე გადაასწრო, რომლის პასპორტიც მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძლიერად მიიჩნეოდა.
რეიტინგი ითვლება იმის მიხედვით, რამდენ ქვეყანაში შეგიძლია ამა თუ იმ პასპორტით უვიზოდ გადაადგილება. ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია [IATA] მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც სწავლობს კონკრეტული პასპორტების მფლობელებს რამდენ ქვეყანასთან აქვთ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა.
სინგაპურის პასპორტის მქონე ადამიანები მსოფლიოს 192 ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. 190 ქვეყანაში უვიზო შესვლით მეორე ადგილს გერმანია, იტალია და ესპანეთი იკავებენ.
ინდექსში საქართველო 48-ე ადგილს იკავებს და უვიზოდ შესვლა და მისი პასპორტით შესვლა 117 ქვეყანაში არის შესაძლებელი.