მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურში ავტომობილის ფლობის სერტიფიკატის ფასი რეკორდულად, $106K-მდე გაიზარდა

სინგაპური

სინგაპურის ქალაქ-სახელმწიფომ ავტომობილის ფლობის უფლებამოსილების 10-წლიანი სერტიფიკატი ჯერ კიდევ 1990 წელს, ქალაქში საცობების განეიტრალების მიზნით შემოიღო, თუმცა ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან სერტიფიკატის ფასი რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწევს და S $146 000-ით, ანუ US $106 619-ით განისაზღვრება. 

ნებისმიერ მსურველს, ვისაც სინგაპურში მანქანის შეძენა ენდომება, აუცილებლად უნდა მოიპოვოს უფლებამოსილების სერტიფიკატიც, რომელიც სახელმწიფოს 2 კვირაში ერთხელ შესაბამის აუქციონზე შეზღუდული რაოდენობით გამოაქვს.

სახელმწიფო და საიმპორტო გადასახადების ოდენობით, სინგაპური ავტომობილის შესაძენად მსოფლიოს უძვირესი ქვეყანაა. მაგალითად, სტანდარტული ჰიბრიდი Toyota Camry 250 ათასი სინგაპურული დოლარი ჯდება, რაც, დაახლოებით, 6-ჯერ აღემატება ამავე მოდელის ფასს აშშ-ში. 

უფლებამოსილების სერტიფიკატის (COE) ფასი ავტომობილის ზომისა და ტიპის, ასევე მოტოციკლეტებისა და კომერციული მანქანების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე ხელმისაწვდომი COE S $104 ათასი ღირს, რაც 2020 წლის შემდეგ გასამმაგებულია. ფასის ზრდა პანდემიის დროს ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებით აიხსნება. რაც შეეხება “ღია” სერტიფიკატს, რომელსაც შეზღუდვა არ გააჩნია და ნებისმიერი ტიპის კერძო ტრანსპორტზე გამოიყენება, რეკორდულად მაღალი, S $150 ათასი გახდა. 

სინგაპურში, მიუხედავად მისი მცირე ზომისა, მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ამის მიუხედავად, რიგითი სინგაპურელებისთვის, საშუალო წლიური ხელფასი S$70 ათასია, სერტიფიკატების სქემა კი მათთვის ავტომობილის შეძენას მნიშვნელოვნად ართულებს. 

სახელმწიფო მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სატრანსპორტო სისტემა მსოფლიოს საუკეთესო სისტემებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. 

2022 წლის მონაცემებით, სინგაპურში 1 მლნ-ზე ნაკლები კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, ქვეყნის მოსახლეობა კი 5.5 მლნ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები