მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურში კორუფციაში ბრალდებულმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა - Reuters

მინისტრი

სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრს ს. ისვარანს ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების შემდეგ 27 დანაშაულზე ბრალი წარუდგინეს. აღნიშნული შემთხვევა ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომელიც აზიის ფინანსურ ჰაბში მინისტრს მონაწილეობით მოხდა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრანსპორტის მინისტრის გადადგომის წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა - ისვარანი წერს, რომ ის ბრალს უარყოფს და საკუთარი სახელის გასუფთვებაზე იზრუნებს.

სინგაპურის ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ისვარანს, რომელიც გასული წლის ივლისში დააკავეს, უძრავი ქონების მაგნატ ონგ ბენ სენგისაგან $384 340-ის ოდენობის ქრთამის აღება ედება ბრლად, სენგის ბიზნესის სასარგებლოდ გაწეული საქმიანობისთვის. ბიუროს გამოქვეყნებულ მტკიცებულებებში ასევე ჩანს სხვადასხვა ტიპის სარგებელი, როგორებიცაა სხვადასხვა საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთები, სენგის კერძო თვითმფრინავებით სარგებლობის შესაძლებლობა და სხვა. მინისტრი ასევე იყო სინგაპურში გამართული Formula 1-ის გრან-პრის კომიტეტის მრჩეველი, რბოლაზე უფლებებს ონგ ბენ სენგი ფლობს.

განცხადების თანახმად, ისვარნს ბრალი 27 სხვადასხვა მუხლით წარედგინა. კორუფციის დადასტურების შემთხვევაში კი მას $100 000-იანი გირაო ან 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები