მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სინოფარმი“ 100%-მდე იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან - პაატა იმნაძე

6087d961ce0d9
ინგა მურუსიძე
27.04.21 13:58
5235
„სინოფარმი“ 100%-მდე იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

„სინოფარმი“, რომელიც ამჟამად გამოიყენება მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთსა და სერბეთში და ფართოდ გამოიყენება. მხოლოდ სერბეთში უკვე 2 მლნ დოზაა გამოყენებული. აღარ ვლაპარაკობ იმ 200 მლნ დოზაზე, რომელიც თავად ჩინეთში გამოიყენეს. ვაქცინა არის საკმაოდ მაღალეფექტიანი -  79% არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტი და თითქმის 100%-მდე ადის ის შემთხვევა, როცა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, 18-60 წლამდე ასაკის ადამიანებში კვლევები ჩატარებულია და ვიცით, რომ ვაქცინა ეფექტიანია, ხოლო 60 წელს ზემოთაც მისი გაკეთება რეკომენდებულია.

კითხვას - ვისთვის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება, პაატა იმნაძე ასე პასუხობს: „ყველა ვაქცინაზე არის ერთი შეზღუდვა. არ შეიძლება ვაქცინის გამოყენება თუ მის პირველ დოზაზე ადამიანს ჰქონდა ალერგიული მძიმე რეაქცია. ეს ეხება ყველა ვაქცინას - „ფაიზერსაც“, „ასტრაზენეკასაც“ და „სინოფარმსაც“.

ინფორმაციისთვის: დღეს, 20:00 საათიდან 18 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს "სინოფარმით" ასაცრელად რეგისტრაცია შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები