მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sinopharm-ით აცრაზე რიგი 18,000-მა მოქალაქემ დაიკავა - გაბუნია

609266dc5dbb0
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 13:41
576
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაცია ძალიან გააქტიურდა. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 18 000 მოქალაქე დარეგისტრირდა.

„ბოლო პერიოდში ვაქცინაცია ძალიან გააქტიურდა, როგორც „ასტრაზენეკათი“, ასევე გუშინ პირველად ვაქცინაციის პროცესი „სინოფარმით“ დაიწყო და გუშინვე 800-მდე მოქალაქე აიცრა. დაჯავშნის პროცესი აქტიურია და 18 000-მდე მოქალაქემ „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რიგი დაიკავა. ვაქცინაციის პროცესის აქტიური განხორციელება ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის ჩვენთვის კიდევ ერთი გადაწყვეტა და გამოსავალია“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები