მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სირიაში $14 მილიარდის ინვესტიციები ჩაიდება - რა აშენდება დამასკოში?

ინვესტიცია
BM. GE
07.08.25 23:00
528

სირიის მთავრობამ ხელი მოაწერა 12 საინვესტიციო პროექტს, რომელთა მოცულობაც $14 მილიარდ დოლარს ცდება.

არაბული ქვეყნებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ შეთავაზებული ინიციატივების მიზანი ხანგრძლივი ომისგან განადგურებული ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაა. დოკუმენტებს ხელი თავად ქვეყნის დროებით დანიშნულმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ მოაწერა და ინვესტორებს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება ინვესტიციების მიზანს, $4 მილიარდს ქვეყანაში კატარული UCC ჰოლდინგი ჩადებს და დამასკოსთვის ახალ აეროპორტს ააშენებს. $2 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც, რომელიც დედაქალაქში მეტროს სისტემას ააგებს. აღსანიშნავია იტალიაში დაფუძნებული კომპანია UBAKO-ც, რომელიც $2 მილიარდს Damasco Tower-ისა და სხვა უძრავი ქონების ობიექტების შესაქმნელად დახარჯავს.

ცნობისთვის, სირიული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის საინვესტიციო შეთანხმებები აქამდეც გაფორმდა. ამ მხრივ გამორჩეული საუდის არაბეთი იყო, რომელმაც ივლისის თვეში ხელისუფლებასთან $6.4 მილიარდის ხელშეკრულება დადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები