სირიელმა ამბოხებულებმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ბაშარ ასადის 24-წლიანი რეჟიმი დაემხო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ასადმა დამასკო დატოვა, თუმცა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ამბოხებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.
ამავდროულად, სირიის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ხელისუფლების უწყვეტობას და ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს.
მანამდე, მეამბოხეების ლიდერმა გამოავლინა მათი მიზანი. მისი თქმით, მიზანი სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა და "ახალი სირიის აშენება" იყო.