მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირცხვილია, როცა ქვეყნის არა ლეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში - პრეზიდენტი

მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერის ფარულად შესვლას კიდევ უფრო მეტი პროტესტი უნდა მოჰყვეს მათგან, ვისაც ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა ევალება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაპოსტა.

"სირცხვილია, როცა ქვეყნის არა ლეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი, იმათგან ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!" - წერს პრეზიდენტი.

რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილი პრემიერის შეფასებასაც გამოეხმაურა წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით და დაწერა: “წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთო” პრემიერმა საჯარო მოხელეებზე … ალბათ გულისხმობს ოცნების გამოყენებულ გამყალბებლების დაქირავებულ მონებს!".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები