საქართველოს თითოეული კუთხე თავისი კულტურული ღირებულებებით რომ გამორჩეულია - ამაზე არ ვდავობთ. თუმცა მეგრული სტუმართ-მასპინძლობა ობიექტურად თუ უფრო მეტად სუბიექტურად - თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. ხოდა სად გამოცდით მეგრული მასპინძლობის კულტურას თუ არა სისატურაში - სამეგრელოში, უფრო კონკრეტულად კი ზუგდიდში მდებარე ეთნოგრაფიულ სოფელში. ისტორია, ტრადიცია, გასტრონომია, ფოლკლორი - ჩამონათვალი ვრცელია და ეს ყველა ელემენტი, თავს ერთ სივრცეში იყრის. როგორ იქცა "სისატურა" როგორც ქართველი ასევე უცხოელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად და რა ისტორია დგას ამ წარმატების უკან?
სტუმარი: მარიკა თოდუა - "სისატურას" დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად