მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი - "ქართული ოცნება"

სს

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ "ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

"კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები