სამოქალაქო ავიაციისთვის მომსახურების მიმწოდებელი შვეიცარიული პროვაიდერმა SITA-მ რუსულ ავიასატრანსპორტო კომპანიებისთვის საერთაშორისო ავიაციის დომენის უმაღლესი დონე .aero-ზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ადმინისტრირებას თავად SITA უწევს.
„იზვესტია“ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა 10 ნოემბრიდან აღნიშნულ ზონაში რეგისტრაციისა და დომენების გახანგრძლივების შეწყვეტის შეტყობინებები უკვე მიიღეს. ინფორმაცია გამომცემლობას აეროპორტების ჰოლდინგიდან, მსხვილმა ავიაკომპანიებმა და თვითმფრინავების ტექმომსახურების ორგანიზაციებმა მიაწოდეს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიებს შეტყობინებები გასულ პარასკევს Ru-Center-დან მიუვიდათ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში .aero-ს დომენის სახელების რეგისტრირების ავტორიზებული ორგანიზაციაა.
„დღეს ჩვენ .AERO-ს უმაღლესი დონის ადმინისტრაციიდან მივიღეთ შეტყობინება. 2023 წლის 10 ნოემბრიდან SITA რიგი ქვეყნების კლიენტებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის, დომეინ ზონა .aero-ში დომენების რეგისტრაციაზე შეკვეთების მიღებას წყვეტს“, - წერია შეტყობინებაში.
„იზვესტია“ რეგისტრატორის პრესამსახურსაც დაუკავშირდა, ამ შეტყობინების გაგზავნაზე დასტური მიიღო. ავტორიზებულ ორგანიზაცია Ru-Center-ში შეტყობინების მიღების შემდეგ დომენების ვადები 1 წლით გაახანგრძლივეს, რათა მათი ვებგვერდების ქმედუნარიანობა შეენარჩუნებინათ. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მომხმარებელთა სრული სიმშვიდისთვის, ჩვენ შესაძლო შეფერხებები გადავაზღვიეთ და ამ ზონის დომენების ვადა გავახანგრძლივეთ“, - განუცხადეს „იზვესტიას“ Ru-Center-ის პრესსამსახურში.
ორგანიზაციაში აზუსტებენ, რომ ამ დროისთვის დომენების რეგისტრაცია და ვადის გახანგრძლივება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყველაფერი განრიგით მუშაობს, რადგან შეზღუდვები ძალაში ჯერ არ შესულა.