მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენა გამარტივდა

BOG
BM. GE
28.09.23 16:25
71

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენის პროცესი საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და მარტივი გახდა. მომხმარებელს, პროდუქტის ონლაინ შეძენისას, პირადობის მოწმობითა და ფოტოებით იდენტიფიკაცია აღარ მოუწევს და ამ პროცესს გაივლის მხოლოდ ინტერნეტ/მობაილ ბანკის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ან მობაილ ბანკზე Face ID-ის გამოყენებით.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ონლაინ დაზღვევის ყიდვის პროცესი life.aldagi.ge-ზე კიდევ უფრო მარტივად შეიძლება.

"ალდაგი" პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საქართველოს ბანკი ინდეტიფიკაციის სერვისი ონლაინ გაყიდვებში გამოიყენა. ამ სერვისის გამოყენებას ალდაგი სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც გეგმავს, რაც მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ შეძენას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

“გაციფრულების სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე. საქართველოს ბანკის პიროვნების იდენტიფიკაციის სერვისი დაგვეხმარა, ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენის პროცესი გაგვეხადა უფრო მარტივი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კი კიდევ უფრო უსაფრთხო. ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ჩვენს კონცენტრაციას გავაგრძელებთ და ციფრული გაყიდვების არხებს კიდევ უფრო განვავითარებთ”, - განაცხადა ალდაგის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ჩაჩხუნაშვილმა.

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა უნიკალური პროდუქტია, რომელიც 16 მძიმე დაავადებას ფარავს და ამ დაავადებების დიაგნოსტირების შემთხვევაში 150,000 ლარამდე თანხის ერთიანად ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტის ონლაინ ყიდვა პორტალზე life.aldagi.ge შესაძლებელი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები