მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Six Flags Qiddiya City - საუდის არაბეთში რეკორდსმენი ატრაქციონების პარკი გაიხსნა

six flags

საუდის არაბეთი უახლესმა, გახმაურებულმა ატრაქციონების პარკმა მსოფლიო რეკორდები უკვე მოხსნა. ახლად გახსნილი Six Flags Qiddiya City, რომელიც უდაბნოში გაშენებულ უზარმაზარ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი, სწრაფი და მაღალი "ამერიკული მთების" ატრაქციონებით გამოირჩევა.

Six Flags Qiddiya City ქვეყნის ამბიციური გიგაპროექტის, "ქიდიას" ნაწილია, რომლის მიზანიც არაბეთის უდაბნოს დიდ ტერიტორიაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი და ტურისტული ჰაბის მოწყობაა. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადთან ახლოს მდებარე კომპლექსი დასრულების შემდეგ კიბერსპორტის არენას, სტადიონსა და აკვაპარკს გააერთიანებს.

თემატური პარკი Six Flags-ის პირველი ობიექტია ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ. მის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა და ის 32 ჰექტარზეა განთავსებული, სადაც რესტორნები, სავაჭრო ზონები და, რა თქმა უნდა, ატრაქციონებია თავმოყრილი.

პარკში სულ 28 ატრაქციონია, რომელთაგან სამი მსოფლიო რეკორდსმენია. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია Falcon's Flight ("შევარდენის ფრენა"). ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ, სწრაფ და გრძელ "ამერიკულ მთებად" არის აღიარებული, რადგან ატრაქციონის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

მეორე რეკორდსმენი ატრაქციონი Iron Rattler მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახრილი კოშკია, ხოლო Spitfire "ამერიკული მთების" ყველაზე მაღალი ინვერსიის (ამოტრიალების) რეკორდს ფლობს.

"Six Flags ამაყია, რომ აცხადებს ერ-რიადში Six Flags Qiddiya City-ის გახსნას. ეს არის ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც რეგიონში გართობის სფეროს ხელახლა განსაზღვრავს.

მსოფლიო დონის პროექტი აერთიანებს უახლეს, რეკორდსმენ ატრაქციონებს, შთამბეჭდავ გამოცდილებას ყველა ასაკისთვის და იმ საფირმო მღელვარებას, რამაც Six Flags გლობალურ ლიდერად აქცია", - აცხადებს Six Flags-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯონ რეილი.

გასართობი/თემატური პარკების ამერიკული კორპორაცია Six Flags Entertaiment Corporation ჩრდილოეთ ამერიკაში 42 ობიექტს მართავს, რომელთა შორისაცაა თემატური პარკები, ატრაქციონების პარკები, აკვაპარკები და საოჯახო გასართობი ცენტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები