მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SK Hynix-ის მოგება და შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

SK hynix

მეხსიერების ჩიპების გიგანტმა, SK Hynix-მა ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, მორიგი რეკორდული კვარტალური მოგება და შემოსავალი დააფიქსირა.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მეტწილად თანხვედრაშია ანალიტიკოსების პროგნოზებთან, თუმცა მთლიანი შემოსავალი ნავარაუდებზე ნაკლები აღმოჩნდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში შემოსავალმა $35.55 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $36.21 მილიარდს ჩამორჩება. საოპერაციო მოგება კი $25.41 მილიარდია, რაც თითქმის ემთხვევა მოლოდინებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა კვარტალში კომპანიის შემოსავალი თითქმის გასამმაგდა, ხოლო საოპერაციო მოგება ხუთჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საოპერაციო მარჟამ ისტორიულ მაქსიმუმს, 72%-ს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაფართოება და მაღალგამტარიანობის მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნა აღმოჩნდა. SK Hynix-ი ამჟამად ბაზრის ლიდერია და HBM-ის სექტორის 57%-ს აკონტროლებს, რაც მას NVIDIA-ს მთავარ პარტნიორად აქცევს.

ამასთან, კორეული კომპანია გეგმავს, წლის მეორე ნახევარში მეშვიდე თაობის HBM4E ჩიპების ნიმუშების მიწოდება დაიწყოს, ხოლო მათი მასობრივი წარმოება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები