მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს უახლოვდება

SK hynix

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, SK Hynix-ის საბაზრო ღირებულება $1-ტრილიონს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმატებას ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.

კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 200%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს კი ამ მაჩვენებელმა 274% შეადგინა. ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის სერვერებში გამოსაყენებელი მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნაა. SK Hynix-ი სწორედ მათი წარმოებითაა ცნობილი.

აქვე უნდა თქვას, რომ თუ 16 თვის წინ კომპანიის ღირებულება $100 მილიარდზე ნაკლები იყო, ამჟამად მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით $942 მილიარდს შეადგენს.

საყურადღებოა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ისტორიული ნიშნული მეორე სამხრეთკორეულმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა გადალახა.

თუ SK Hynix-ი დაწესებულ ზღურბლს გადალახავს, სამხრეთ კორეა გახდება აშშ-ის შემდეგ პირველი ქვეყანა, რომელსაც ორი $1-ტრილიონიანი კომპანია ეყოლება. თუმცა ისიც უნდა თქვას, რომ აზიის უმსხვილეს კომპანიად კვლავ $1.83-ტრილიონიანი TSMC რჩება.

ცნობისთვის, სამხრეთკორეული საფონდო ინდექსი KOSPI წელს 86%-ით გაიზარდა. KB Securities-ი მოელის, რომ წლის ბოლომდე ინდექსი 10,500 პუნქტამდე გაიზრდება. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ამჟამად 7,981-იან ნიშნულზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები