სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა SK Hynix-მა ხელოვნური ინტელექტის მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ახალი ქარხნის მშენებლობა დააანონსა. პროექტში კომპანია 19 ტრილიონ ვონს ($12.85 მლრდ.) დააბანდებს. როგორც ირკვევა, მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობის პროცესი სამხრეთ კორეაში მიმდინარე თვეში დაიწყება.
ცნობისთვის, Nvidia-ს პარტნიორი კომპანია წარმოების სიმძლავრეებს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ზრდის. ახალი ქარხანა სრულად მოწინავე ტექნოლოგიური შეიარაღებით აღიჭურვება, რათა პროცესი სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს.
შეგახსენებთ, რომ SK Hynix-მა საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების გეგმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. ამასთან, მან მიმდინარე ობიექტების დასრულების თარიღებიც გადმოწია, რადგან დეფიციტის ფონზე მათ პროდუქციაზე ფასი განსაკუთრებითაა გაზრდილი, ეს კი შემოსავლების მკვეთრად გაზრდის იშვიათ შესაძლებლობას იძლევა.




























