ნატურალური წვენებისა და სმუზების ბარი Ska Juice Bar-ი, მიმდინარე წელს, ბიზნესის განვითარებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, 1 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიამ ქსელის. 2022 წელს გაფართოების გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო და თბილისის მასშტაბით 3, ბათუმში კი პირველი ობიექტი უკვე გახსნა. როგორც Ska Juice Bar-ის დირექტორი გიორგი ტალახაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, თითოეული ობიექტის გახსნისთვის კომპანია დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
„მიმდინარე წელს 3 ობიექტი თბილისში - ლესელიძეზე, ბაგებსა და გრინჰილში უკვე გავხსენით. ერთი ობიექტიც, რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში ამოქმედდა - ეს თბილისიდან ქვეყნის მასშტაბით გასვლის პირველი შემთხვევაა. თბილისში კიდევ 2 ობიექტის გახსნას წლის ბოლომდე გვინდა, ხოლო მომავალი წლისთვის 2 ობიექტის დამატებას ბათუმში ვგეგმავთ. საბოლოო ჯამში, გვინდა 20 ობიექტამდე გავხსნათ, საიდანაც მინიმუმ სამი ბათუმში იქნება. ჯერჯერობით თბილისის და ბათუმის გარდა სხვა ქალაქებს არ განვიხილავთ, თუმცა ქუთაისზე დიდ იმედებს ვამყარებთ“, - ამბობს გიორგი ტალახაძე.
მისივე თქმით, Ska Juice Bar-ი ქსელს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. დღეისთვის კომპანია 300-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთა უდიდეს ნაწილს სტუდენტები წარმოადგენენ.
„ეს ერთი მხრივ გვაძლევს საშუალებას სტუდენტებს მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზების საშუალებას გვაძლებს და ჩვენი დასაქმებულები მოტივირებული ადამიანები არიან. თუმცა მეორე მხრივ ჩვენთან კადრები ხშირად იცვლებიან. ამიტომ ჩვენ საკუთარი ტრენინგ ცენტრი გვაქვს, სადაც ახალი კადრების გადამზადება ხდება“, - აღნიშნა გიორგი ტალახაძემ.
Ska Juice Bar-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიის საბოლოო მიზანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა წარმოადგენს, რაც 1-2 წლის სტრატეგიაშია გაწერილი.