მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SKA კომპანიის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

SKA

SKA განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და კრიტიკას კომპანიის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მტკიცედ სწამთ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

"როგორც ცნობილია, საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები კომპანიების პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. გვსურს გავაკეთოთ მოკლე განცხადება, რათა უფრო მკაფიოდ გავაცნოთ ყველას სკას ხედვა და მისწრაფებები.

სკა დაარსდა 2019 წელს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით. ამის შემდეგ, 2024 წელს, ბრენდის განვითარების ფარგლებში, გავხსენით ორი ფილიალი ევროპის შუაგულში, პრაღაში, დამატებითი ამერიკული ინვესტიციის დახმარებით. ჩვენი ხედვა და მისწრაფებები თავიდანვე დაფუძნებული იყო დასავლურ ღირებულებებსა და ბიზნეს პრაქტიკებზე.მომავალშიც ვგეგმავთ განვითარებას დასავლურ ბაზრებზე და ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და პრივილეგია, წარმოვადგინოთ ჩვენი ქართული ბრენდი დასავლურ ბაზრებზე. მტკიცედ გვწამს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს!", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე თითქმის ერთი კვირაა ბიზნესები, რომლებიც დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პლატფორმა Freebusiness.ge-ზე რეგისტრირდებიან. პლატფორმაზე უკვე 1500 კომპანიაა დარეგისტრირებული. მათ შორის SKA არ არის. საზოგადოების ნაწილი კი იმ ბიზნესებს აკრიტიკებს, რომლებიც ჯერ პლატფორმას არ მიერთებიან. ამასთან, გამოქვეყნდა 30 ყველაზე მოთხოვნადი კომპანიაც, რომლებიც Freebusiness.ge-ზე ჯერ არ დარეგისტრირებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები