მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო საზოგადოება EU-ს მოუწოდებს, არ გაითვალისწინოს "ოცნების" განცხადება

ევროკავშირი-საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის შეჩერების შესახებ.

განცხადების ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა საპროტესტო აქციაზე, აღნიშნულია, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ უარი ეთქვა საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსს.

„28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები