მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებში პროფესიული განათლების საგნებში სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება - მინისტრი

განათლების სამინისტრო
BM. GE
10.10.23 17:04
92

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების შესახებ პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან საპილოტე რეჟიმში საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება. პროფესიული განათლების საგნებს მოსწავლეები საშუალო განათლების საფეხურზე ისწავლიან. 

"საშუალო საფეხურზე [მე-10; მე-12 კლასში] არჩევით-სავალდებულო ნაწილად სკოლებს სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე რამდენიმე მიმართულება იქნება, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო, სკოლებში დავნერგავთ ე.წ ინტეგრირებულ პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკშივე ექნებათ შესაძლებლობა მე-10 კლასიდან აირჩიონ და პარალელურად დაეუფლონ ერთ კონკრეტულ პროფესიას. ხოლო სკოლის დამთავრებისთანავე შესაძლებლობა ექნება შრომის ბაზარზე დასაქმდნენ ან საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყონ. ან სურვილისამებრ გააგრძელონ გნებავთ პროფესიული განათლება ან უმაღლესი", - განაცხადა ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები