მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სკოტ ბესენტი ჩინეთის ვიცე-პრემიერთან საუბარს გეგმავს

ბესენტი და ჰი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სკოტ ბესენტი დღეს ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჰი ლიფენგთან საუბარს გეგმავს.

ბესენტის და ჰი ლიფენგის საუბარს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნული პირები აშშ-ჩინეთის მოლაპარაკების პროცესს უშუალოდ კურირებენ და გლობალურ ასპარეზზე თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.

თუკი მათი საუბარი წარმატებით ჩაივლის, მაშინ პრეზიდენტ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა ოფიციალურად დადასტურდება, სადაც აშშ და ჩინეთი ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ.

მართალია, ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ბესენტი ამბობს, რომ ის ამერიკისათვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები