ავსტრალია "კოვიდ-19"-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით, პირველი ივლისისთვის სამუშაო ადგილებს 1 მილიონი ადამიანი დაუბრუნდება.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ყველა შტატი დამოუკიდებელად გადაწყვეტს, როდიდან შეამსუბუქოს ზომები. შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოცხადდა.
8 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 6,914 შემთხვევა გამოვლინდა (გასული 24 სთ-ის განმავლობაში +18), გარდაიცვალა 97 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 6,079.




























