მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კორპორაციული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი კომპანიის, ამერიკული Slack-ის დირექტორად Salesforce-ის ყოფილი აღმასრულებელი, დენის დრესერი დაინიშნა, - ამის შესახებ Salesforce-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მარკ ბენიოფმა განაცხადა. ამგვარად, დენის დრესერი რიგით მესამე დირექტორი იქნება, რომელიც Slack-ში მას მერე დაინიშნა, რაც 2020 წელს, Salesforce-მა Slack-ი $27.7 მილიარდად შეიძინა.
დენის დრესერი Salesforce-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია, რომელმაც აღმასრულებელ თანამდებობებზე კომპანიაში თორმეტი წელიწადი გაატარა. რაც შეეხება ლიდიენ ჯოუნსს, რომელიც დრესერმა დირექტორის თანამდებობაზე ჩაანაცვლა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გასაცნობი აპლიკაციის, Bumble-ის დირექტორად დაინიშნა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Salesforce-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $208 მილიარდს აღემატება. წლის დასაწყისიდან დღემდე, Salesforce-ის აქციების ღირებულება 64%-ითაა გაძვირებული.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.