მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სლოვაკეთი რეფერენდუმზე პოლიტიკოსებისთვის სამუდამო ანაზღაურების გაუქმებას უყრის კენჭს

სლოვაკეთი

პრეზიდენტის განცხადებით, სლოვაკეთში გაიმართება რეფერენდუმი, რათა გადაწყდეს, გაუუქმდებათ თუ არა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და სხვა ლიდერებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სამუდამო ანაზღაურება.

პრეზიდენტ პეტერ პელეგრინის განცხადებით, კენჭისყრა 4 ივლისს იგეგმება.

ამავდროულად სლოვაკები არჩევანს სპეციალური პროკურორის ოფისის ხელახლა გახსნაზეც გააკეთებენ, რომელიც მანამდე მსხვილ დანაშაულებსა და კორუფციულ საქმეებს იძიებდა.

თუმცა, პელეგრინის თქმით, რეფერენდუმზე ხალხს არ ჰკითხავენ, უჭერენ თუ არა მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. 2021 წელს ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი ორგანოს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მსგავსი კითხვა არაკონსტიტუციურია.

საქმე ისაა, რომ წამყვანი პოლიტიკოსების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის სპიკერები, რომლებმაც სულ მცირე ორი ვადით იმსახურეს, სამუდამო ანაზღაურებას იღებენ - ყოველთვიურ თანხას, რომელიც პარლამენტის დეპუტატების ხელფასს უტოლდება.

ეს ანაზღაურება 2024 წელს ფიცოზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ დაწესდა. იგი წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მანამდე ეს პრივილეგია მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტებზე ვრცელდებოდა.

მოგვიანებით, 2024 წელს, სლოვაკმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ფიცოს კოალიციური მთავრობის გეგმა სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმების შესახებ, რომელიც ისეთ მძიმე დანაშაულებს იძიებდა, როგორიცაა მექრთამეობა, ორგანიზებული დანაშაული და ექსტრემიზმი.

ამ კანონმდებლობას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ათასობით სლოვაკი არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში კანონის გასაპროტესტებლად. პარალელურად, ფიცოს პარტიასთან დაკავშირებული არაერთი პირი კორუფციულ სკანდალებში დამდგარი სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდა.

სლოვაკეთის ისტორიაში მხოლოდ ერთი, 2003 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამართული რეფერენდუმი იყო წარმატებული. სხვა რეფერენდუმები ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები