მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთის სასამართლომ რობერტ ფიცოსთვის სროლაში ბრალდებულს 21 წელი მიუსაჯა

იური ცინტულა

სლოვაკეთის სასამართლომ პატიმარს, რომელსაც ბრალი გასულ წელს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში ედება, ტერორისტული თავდასხმის მუხლით, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბანსკა-ბისტრიცას სპეციალიზებულმა სისხლის სამართლის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა 72 წლის იურაი ცინტულას, რომელმაც, განჩინების თანახმად, "მთავრობის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მოტივით განსაკუთრებით სერიოზული დანაშაული" ჩაიდინა.

პოეტმა ცინტულამ 2024 წლის 15 მაისს ახლო დისტანციიდან 4-ჯერ ესროლა რობერტ ფიცოს, როდესაც პრემიერი სამთავრობო შეხვედრას ტოვებდა. შედეგად ფიცომ სერიოზული ჭრილობა მიიღო და მთავრობის მეთაურის საქმიანობას 2 თვის განმავლობაში ჩამოშორდა. თავად ცინტულამ განაცხადა, რომ მისი მამოძრავებელი "მორალური სასოწარკვეთა" იყო.

ფიცო, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეოთხე ვადით იკავებს, მკვლელობის მცდელობის წახალისებაში, ლიბერალურ ოპოზიციასა და მედიას ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

პროკურორებმა თავდაპირველად ცინტულას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა, თუმცა მოგვიანებით სროლა „ტერორისტულ აქტად“ გადააკვალიფიცირეს, რისთვისაც მიზეზად მისი პოლიტიკური მოტივი მოიყვანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები