გამოცემა Aktuality.sk-ზე დაყრდნობით UNN წერს, რომ სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ქვეყანა "ნავთობის მომარაგების გარეშე დარჩა".
საგანგებო მდგომარეობა ძალაში 19 თებერვლიდან არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იქნება.
"იანვრის ბოლოდან სლოვაკეთსა და უნგრეთში ნავთობი აღარ შედის. მიზეზი უკრაინაში ნავთობის მილსადენ "დრუჟბას" დაზიანებაა, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაბომბეს", - აღნიშნავს გამოცემა.
ამ ფონზე, მთავრობა ნავთობგადამმუშავებელ ქარხანა Slovnaft-ს უფლებას მისცემს, დროებით გამოიყენოს სახელმწიფოს სტრატეგიული ნავთობის რეზერვები.
მთავრობამ სტრატეგიული ნავთობის რეზერვების გახსნის გადაწყვეტილება ქარხანა Slovnaft-ის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მთავრობისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ნავთობი სლოვაკეთში ნავთობსადენ "ადრიას" მეშვეობით, რომელიც ხორვატიაში იწყება, 20-30 დღის განმავლობაში ჩავა.
"იმ გარდამავალი პერიოდის უზრუნველსაყოფად, სანამ სლოვაკეთის ბაზარზე ნავთობის უწყვეტი მიწოდება აღდგება, Slovnaft-მა მოითხოვა 250,000 ტონა საგანგებო ნავთობის რეზერვის გამოყოფა. მათი მონაცემებით, ეს რაოდენობა ქარხნის მინიმალურ რეჟიმში მუშაობას სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში ეყოფა, სლოვაკეთის ბაზრის უწყვეტი მომარაგების შენარჩუნების პარალელურად", - ნათქვამია სამთავრობო დოკუმენტში.




























