სლოვაკეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და სხვა სავარაუდო დანაშაულებების საფუძველზე დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა Aktuality-ის ცნობით, სლოვაკური ოპოზიციური პარტიის, "თავისუფლება და სოლიდარობის" ლიდერმა, ბრანისლავ გრელინგმა განაცხადა.
გამოძიების დაწყების მიზეზი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გახდა. გარდა ამისა, ფიცო ეჭვმიტანილია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და სხვა შესაძლო სამართალდარღვევებში.
როგორც გრელინგმა აღნიშნა, მასალები გენერალური პროკურატურიდან რეგიონულ პროკურატურას, შემდეგ კი პოლიციას უკვე გადაეცა. მან დასძინა, რომ შესაბამისი განცხადება ერთი თვის წინ შეიტანა, რასაც 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარი თქვა უკრაინისთვის სესხის განბლოკვაზე და ამას ეგზისტენციალური საკითხი უწოდა, რობერტ ფიცომ ასევე დაუშვა შესაძლებლობა, რომ მომავალში ისიც შეუერთდება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას.




























