სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო არ გამორიცხავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ფიცო ამბობს, რომ კოალიციურ პარტნიორებს არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ვადა მარტამდე განუსაზღვრა.
საქმე ის არის, რომ კოალიციური კრიზისი „სლოვაკეთის ეროვნული პარტიის“ სამი დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია, რომელთაც მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად, 150-მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ მინიმალურ, 76 მანდატს ფლობს.
„თუ „სლოვაკეთის ეროვნული პარტია“ და „ხმა“ არ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას, ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ვეტყოდი, რომ მოაგვარონ ეს ან ჯოჯოხეთში მოვხვდებით“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქციები გაიმართა.




























