მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება - პრემიერი

625d339d3500d
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 12:00
701
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების გახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. ზრდა 1 ივნისიდან იგეგმება.

"ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან. ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები