მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაზე კონტროლი შესაძლოა გაძლიერებას საჭიროებდეს - მინისტრი

63762d24bc35b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.22 17:02
566
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოცდაუცველთა საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა შეიძლება კონტროლის მექანიზმების უფრო მეტად გაძლიერებას საჭიროებდეს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამეტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობას და მის შესრულებას შეეხებოდა.

ლაშა ხუციშვილმა პრემიერის მიერ დაინიცირებული, დღეს უკვე მოქმედი პროგრამა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ კონტროლი მექანიზმების გამკაცრების კუთხით მზაობა არის და შესაბამისი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება.

„ეს პროგრამა ახალია და შესაბამისად როგორც ახალ პროგრამაში, მასში გარკვეული სახის კონტროლის მექანიზმები დღესვე გათვალისწინებულია, თუმცა ამ პროგრამაში დამატებითი კონტროლის მექანიზმების გამკაცრება ასევე გათვალისწინებულია, იმისთვის, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

ზოგადად, ამ კატეგორიის ადამიანების სამუშაო ძალაში ჩართვა ნამდვილად მისასალმებელია და კარგი ინიციატივაა. ამ მიმართულებით პროგრამა შეიძლება კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას საჭიროებდეს, რისთვისაც მზაობა არის და ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სამთავრობო პროგრამა, რომელიც შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს, უკვე 8 თვეა ძალაშია და ამ პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 23 000 მეტი სამუშაო ადგილი გამოიძებნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები