სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია. გავრცელებული ცნობით, დააკავეს 10-მდე ადამიანი.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის. კერძოდ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.