დღეს, 15:28 საათზე, თბილისიდან 63 კილომეტრში, სოფელ ახადთან 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. შესაბამის ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.




























