მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გზები

სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით", - ნათქვამია პრესრელიზში.

ლენტეხის მერის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან დღეს, დაახლოების 7 საათისთვის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ერთი მსუბუქი ავტომობილი ჩაიტანა. მსხვერპლი არ არის. ბუნებრივმა მოვლენამ სამყაროს 3 თემის დაახლოებით 40-მდე სოფელი მოსწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები